სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

სუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან ბრეიგელ ბარხატნი. სუნი. მიახ. 1617. პრადოს მუზეუმი. მადრიდი

სუნი — სპეციფიკური შეგრძნებაა ჰაერში მფრინავი არომატული ნივთიერებების (მან) არსებობისა, რისი გამოვლენა ხდება ყნოსვის შეგრძნების ქიმიური რეცეპტორების მეშვეობით (იხ. ხემეროცეპცია), რომელიც განლაგებულია ცხოველის ცხვირის ღრუში.

ადამიანის სუნის აღქმის სპეციფიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნი ადამიანების უმრავლესობისათვის არის — შედარებით სუსტად დიფერენცირებული, ინტეგრალური შეგრძნებაა, რადგანაც ის განისაზღვრება ყნოსვის რეცეპტორების, სამწვერა ნერვის რეცეპტორების და ვომერნოზალური ორგანოს რეცეპტორების გაღიზიანების ჯამური ეფექტით.

ფსიქოფიზიოლოგიური პროცესების ზეგავლენა აღქმაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე წამყვანი რგოლი და ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს სუნის აღქმის პროცესში:

სუნის აღქმის ფსიქოლოგიის თავისებურებანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნის შეგრძნებაზე დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას. გარკვეულ პირობებში შეიმჩნევა სუნის დამახინჯებული აღქმა, როდესაც გარკვეული, ჩვეულებრივი ნივთიერება მოულოდნელად ხდება მკვეთრად არასასიამოვნო.

სუნის ძალის გაზომვის მეთოდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუნის აღქმის გამოკვლევას აწარმოებს ოლფაქტომეტრია.

სუნის ძალის შეფასება მნიშვნელოვანია ეკოლოგიაში, კვების პროდუქტების ხარისხის ობიექტური შეფასებისათვის, პარფიუმერიაში, სხვადასხვაგვარი პათოლოგიების კლინიკური კვლევებისას.

სუნის რეპროდუქციის მოწყობილობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნეში ხმის (პატეფონი, მაგნიტაფონი) და გამოსახულების (ფოტოგრაფია, კინომატოგრაფი, ვიდეოკამერა) რეპროდუქციის მოწყობილობების ფართო გავრცელების შემდეგ, სულ უფრო ხშირად გამომგონებლები მიმართავენ სუნის რეპროდუქციის მოწყობილობების დამუშავებას.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცდა იყო ასეთი სისტემის შემუშავება ამერიკა-ისრაელის ფირმის DidgiScent (2002 г.) მიერ. ამ ფირმამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები დროულად და პროექტი ჩაიშალა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუნი“-დან