მენექტრიასებრნი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მენექტრიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Anthreptes malacensis | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Nectariniidae | ||||||||||||
|
მენექტრიასებრნი (ლათ. Nectariniidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 9-25 სმ, გავრცელებული არიან აფრიკაში, სამხრეთ აზიასა და ავსტრალიაში. ბინადრობენ ტყეებში, ბაღებში, ხშირ ბუჩქნარებში. ვერტიკალურად აღწევენ 4200 მ. ბუდეს იკეთებენ ხეთა ტოტების წვერებზე. დედალი 2-3 კვერცხს დებს. მენექტრიასებრნი იკვებებიან ობობებით, მწერებით და ყვავილების ნექტარით. მასობრივ ყვავილობასთან დაკავშირებით შეუძლიათ სეზონური ნომადობა. მენექტრიასებრნი ხელს უწყობენ მცენარეთა დამტვერვას. ცნობილია ამ ოჯახის 116 სახეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 573.