ლონდონის კედელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლონდონიუმი ახ.წ. 400 წელს, რომელიც შემოსაზღვრულია რომაული კედლით.

ლონდონის კედელი — თავდაცვითი კედელი, რომელიც პირველად რომაელებმა ააშენეს ლონდონიუმის გარშემო. იგი იმ ხანად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტი იყო მდინარე ტემზაზე. უცნობია აშენების ზუსტი მიზეზი, თუმცა ცნობილია რომ იგი ახ.წ. მე-2 საუკუნის ბოლოს და მე-3 საუკუნის დასაწყისში აიგო.[1] კედელი თავის ფუნქციას მე-18 საუკუნემდე ასრულებდა.

გვიან შუა საუკუნეებამდე კედელი ლონდონის სიტის შემოსაზღვრავდა დანარჩენი ქალაქისგან. დღეს მისგან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი, ხოლო მის სახელს სიტის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. როსი & კლარკი 2008, გვ. 47.