თარგი:დღის მოვლენები:03-26
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1027 : პაპმა იოანე XIX-მ კონრად II საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა.
1484 : ინგლისურად წიგნების პირველმა მბეჭდავმა უილიამ პაქსტონმა „ეზოპეს იგავების“ მისეული თარგმანი გამოსცა.
1636 : ნიდერლანდების ერთ-ერთი უძველესი და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი — უტრეხტის უნივერსიტეტი — დაარსდა.
1960 : დაფუძნდა საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი (სურათზე).
1971 : პაკისტანის არმიის მიერ ბენგალელთა ნაციონალისტური მოძრაობის ჩახშობის მცდელობის შემდეგ ბანგლადეშმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც ბანგლადეშის განმანთავისუფლებელი ომის დაწყება გამოიწვია.
1975 : ძალაში შევიდა ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, პირველი მრავალმხრივი განიარაღების ხელშეკრულება, რომელმაც იარაღის მთელი კატეგორია აკრძალა.
1999 : გამოვიდა კომპიუტერული ვირუსი მელისა, რომელიც სწრაფად მოედო მსოფლიოს ელექტრონული ფოსტის სისტემებს.