ვანო ხოჯაბეგოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვ. ხოჯაბეგოვი, „ხევსურები“.

ვანო ხოჯაბეგოვი (ჰოვანეს ხოჯაბეკიანი; დ. 14 იანვარი, 1875, თბილისი, — გ. 16 ნოემბერი, 1922, იქვე) — თბილისელი მხატვარი, წარმოშობით სომეხი.

დაიბადა, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. ძირითადად იყო თვითნასწავლი. მხატვარმა ბორის ფოგელმა ნიკოლოზ სკლიფოსოვსკის კერძო სამხატვრო სკოლაში ჩარიცხა 1910 წელს. თავს ირჩენდა ფედოსეევის (ახლანდ. ვ. სარაჯიშვილის) ქუჩაზე საწვრილმანო დუქანში ვაჭრობით. 1916 წელს მონაწილეობდა „დიდების ტაძარში“ (ახლანდ. ეროვნული გალერეა) მოწყობილ მხატვართა გამოფენაში, შემდეგ — „სომეხ მხატვართა კავშირის“ გამოფენაზე თბილისში, კონსტანტინოპოლში და სხვ. შექმნა ძველი თბილისის ყოფის ამსახველი სერიები: ყოჩების ჭიდილი, ყეენობა, ყარაჩოხელთა ქეიფი, კრივი, ქართული ჭიდაობა და სხვ. მისი ილუსტრაციები თან დაერთო იოსებ გრიშაშვილის „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემის“ გამოცემას. ხოჯაბეგოვის ნამუშევრები დაცულია თბილისის ისტორიის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ხოჯაბეგოვის ცხოვრების შესახებ 1983 წელს სომეხმა რეჟისორმა აგასი აივაზიანმა კინოსტუდია „არმენფილმში“ გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი „ანთებული ფანარი“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]