დიასტოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დიასტოლა (ბერძ. ἡ διαστολή «გაფართოვება») — გულის პარკუჭების ან წინაგულების მოდუნება. სისტოლისა და დიასტოლის მონაცვლეობა შეადგენს გულის მოქმედების ციკლს. ადამიანის გულის ნორმალური რიტმის დროს წინა გულების დიასტოლის ხანგრძლივობა 0,7 წმ-ს შეადგენს, პარკუჭებისა — 0,5 წმ-ს.

პარკუჭების სისტოლის დროს წინაგულები დიასტოლის ფაზაშია, პარკუჭებსა და წინაგულებს შორის არსებული (მარცხნივ მიტრალური და მარჯვნივ სამკარიანი) სარქველი დახურულია, ხოლო აორტის და ფილტვის სარქველი ღიაა, შედეგად მარცხენა პარკუჭიდან სისხლი გადადის აორტაში, ხოლო მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიაში.[1][2]

პარკუჭების დიასტოლის დროს დგება წინაგულების სისტოლის ფაზა. სისხლი წინაგულებიდან ჩაედინება პარკუჭების მიმართულებით, კერძოდ, იხსნება მიტრალური სარქველი და სისხლი მარცხენა წინაგულიდან მიემართება მარცხენა პარკუჭისკენ, იხსნება სამკარიანი სარქველი და სისხლი მარჯვენა წინაგულიდან მიემართება მარჯვენა პარკუჭისკენ.[3]

  1. andromed ka. ციტირების თარიღი: 2024-04-25
  2. ka.wiktionary.org ka. ციტირების თარიღი: 2024-04-25
  3. გული და სისხლის მიმოქცევა ka. ციტირების თარიღი: 2024-04-25