სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

გუჯარათული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გუჯარათული ენა (ગુજરાતી Gujarātī, აგრეთვე ცნობილი როგორც გუჯარათი) – გუჯარათელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდურ ჯგუფს . დამწერლობა დევანაგარის მონათესავე ანბანზე.

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: >35 მლნ
  • ენის კოდი: gu
  • სახელწოდება: gu, en - Gujarati; eo - Gugharata
  • დამწერლობა: გუჯარათული

გუჯარათული ენა გავრცელებულია ინდოეთის გუჯარათისა და მაჰარაშტრის შტატებში. თავისი სტრუქტურული ტიპით უკავია შუალედური მდებარეობა ჰინდისა და მარატჰის შორის. იგი ახლოსაა რაჯასტანულ ენასთან, აქვს ბევრი დიალექტები, მათ შორის სოციალური. ძირითადი დიალექტებია: ჩრდილოეთის ანუ აჰმადაბადის, დასავლეთის ანუ კათხიავარის, სამხრეთის ანუ სურატის. გუჯარათულ ჯგუფს მიეკუთვნება ინდოეთისა და პაკისტანის რამდენიმე მცირერიცხოვანი ენა, მათ შორის: აერი, ჯანდავრა, პარკარი, ვადიარა და სხვები.

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

ინდოეთი (გუჯარათი), პაკისტანი

...

ლექსიკაში ბევრია ნასესხებობები სანსკრიტიდან, სპარსულიდან და არაბულიდან. ევროპული სიტყვები მასში აღწევს ინგლისურის მეშვეობით.

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Kem cho
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Swaagat; Ao padharo
  • გმადლობთ - Aabhar; Dhanyawaad
  • კი / არა - HaaN; Au / NahiiN; Naa
  • გეთაყვა - Kripaa karine
  • ნახვამდის - Awjo; Fari malshun

რიცხვები

  • 1 - e:k, 2 - be, 3 - tran., 4 - cha:r, 5 - pã:ch, 6 - ch'a, 7 - sa:t, 8 - a:t', 9 - naw, 10 - das

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუჯარათული_ენა“-დან