გიულიუსთიუ ქადინ ეფენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიულიუსთიუ ქადინ ეფენდი
მშობლიური სახელი Gülüstü Kadın Efendi
დაბადების სახელი ფატმა
დაბადების თარიღი 1831
აფხაზეთი
გარდაცვალების თარიღი 1861
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
ეროვნება აფხაზი
მეუღლე(ები) აბდულმეჯიდ I
შვილ(ებ)ი მეჰმედ VI
მედიჰა სულთანი
მშობლები მამა: თაჰირ-ბეგ შარვაშიძე

გიულიუსთიუ ქადინ ეფენდი (თურქ. Gülüstü Kadın Efendi) ან გიულიუსთიუ მიუნირე ქადინ ეფენდი (თურქ. Gülistan Münire Kadınefendi) (დ. 1831 - მაისი 1861) — ოსმალეთის სულთნის, აბდულმეჯიდ I-ის ცოლი. უკანსანკელი სულთნის, მეჰმედ VI-ის დედა.

გიულიუსთიუ ქადინ ეფენდი იყო ქელეშ-ბეგ შარვაშიძის შვილიშვილი და მაშასადამე აფხაზეთის სამთავრო გვარის წევრი.[1] მას შეეძინა ორი შვილი: მეჰმედ VI და მედიჰა სულთანი. მისი ვაჟი მეჰმედი გახდა ოსმალეთის იმპერიის 36-ე და უკანასკნელი სულთანი.

გიულისუთიუ გარდაიცვალა 1861 წელს შვილის დაბადებიდან 3 თვის შემდეგ. დაკრძალულია ფათიჰის მეჩეთში[2].

  1. Aredba, Rumeysa; Açba, Edadil (2009) Sultan Vahdeddin'in San Remo günleri. Timaş Yayınları, გვ. 73. ISBN 978-9-752-63955-3. 
  2. Gülüştü Münire Valide Sultan Türbesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-05. ციტირების თარიღი: 2014-07-31.