ალექსანდრე ვაჩნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ალექსანდრე ივანეს ძე ვაჩნაძე (დ. 8 აგვისტო, 1855, სოფ. კოლაგი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 დეკემბერი, 1922) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913).

დაამთავრა პოლტავის სამხედრო გიმნაზია და თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. 1871 წლიდან მსახურობდა კავალერიაში, პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთისა (1877–1878) და რუსეთ-იაპონიის (1904–1905) ომებში. მეთაურობდა ასეულს, ბატალიონს. 1905 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1913 წელს თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდების, პენსიისა და მუნდირის მინიჭებით. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1915 წლის თებერვალში კვლავ სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა და დაინიშნა ამიერკავკასიის მე-2 სარეზერვო ქვეითი ბრიგადის მეთაურად, 1917 წლის მაისში — სახელმწიფო ლაშქრის 42-ე ბრიგადის მეთაურად. 1917 წლის ივნისიდან კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში იყო. 1914 წლიდან ვაჩნაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი. მისი ძმა პოლკოვნიკი კონსტანტინე ვაჩნაძე გარდაიცვალა მსოფლიო ომში მიღებული ჭრილობებისგან.

ვაჩნაძე დაჯილდოებულია წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1877) და III (1909), წმ. სტანისლავის II (1889), წმ. ანას II (1893) ხარისხის ორდენებით, ოქროს იარაღით (1906).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]