ინტერნეტშეტევა განხორციელდა ერთ-ერთ ქართველ ბლოგერზე მეტსახელად „Cyxymu“, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა თავად მიკრო-ბლოგინგის საიტი„Twitter“-ი. (Civil.Ge)
საქართველოში აგვისტოს ომის წლისთავი აღნიშნეს: გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის 15:00 საათზე წუთიერი დუმილის აქცია დაღუპულთა პატივსაცემად. (Civil.Ge)
მიმდინარე მოვლენები 8 აგვისტო, 2009 (2009-08-08) (შაბათი)
ტერაქტების მორიგი სერია ესპანეთში– კუნძულ მალიორკაზე ზედიზედ სამი აფეთქების ხმა გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთ-ერთ რესტორანსა და მალიორკას მთავარ მოედანზე ამოქმედდა. (BBS)
მიმდინარე მოვლენები 11 აგვისტო, 2009 (2009-08-11) (სამშაბათი)
მიანმარის პროდემოკრატიულად განწყობილ ლიდერს აუნ სან სუ ჭის მიუსაჯეს 18 თვიანი შინაპატიმრობა, მას შემდეგ რაც დაადანაშაულეს უსაფრთხოების კანონის დარღვევაში. (BBC), (AFP)
პერუში, ქალაქ პისკოში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რომლებიც აპროტესტებდნენ 2 წლის წინ მიწისძვრისგან დანგრეული ქალაქის აღდგენის მთავრობის უშედეგო ცდას. (The Irish Times)