დარიოს III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარიოსი.
დარიოს III
Darius III
სპარსეთის მეფეთ მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 336
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 330
წინამორბედი: არტაქსერქსე IV
მემკვიდრე: არტაქსერქსე V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ.წ. 380
დაბ. ადგილი: სპარსეთი
გარდ. თარიღი: ივლისი ძვ.წ. 330
გარდ. ადგილი: ბაქტრია
მეუღლე: სტატეირა I
შვილები: სტატეირა II
დრაიპეტისი
დინასტია: აქემენიანები
მამა: არსამესი
დედა: სისიგამბისი
რელიგია: ზოროასტრიზმი

დარიოს III ან კოდომანი (დაახ. ძვ. წ. 380 - 330) — სპარსეთის აქამენიდთა იმპერიის ბოლო მეფე ძვ. წ. 336-330 წლებში. დარიოს III-მ შეძლო მმართველობის განმტკიცება და ეგვიპტეც დაიმორჩილა (ძვ. წ. 335 წ.), მაგრამ ალექსანდრე მაკედონელმა, ძვ.წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში დაამარცხა. 331 წელს კი გავგამელასთან მისი არმია საბოლოოდ გაანადგურა. ალექსანდრე მაკედონელის მიერ დამარცხების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და აღმოსავლეთ ირანს შეაფარა თავი, აქ იგი მოკლა მისმავე ნათესავმა ბაქტრიის სატრაპმა ბესოსმა. დარიოს III-ის სიკვდილის შემდეგ აქემენიდთა სახელმწიფო დაემხო.

ადრეული მეფობა

დარიოს III (ძვ. წ. 336 - 330) აქემენიდთა იმპერიის ბოლო მეფე.მისი ნამდვილი სახელი იყო არტაშატა, ხოლო ბერძნები მას კოდომანოს ეძახდნენ. არტაშატა მიღებული იყო დარიოსად, როგორც დინასტიური სახელი. მისი მართველობის დროს იმპერია იყო არასტაბილური. ხოლო სახელმწიფო მართველობის დიდი ნაწილი რეგურირდებოდა არა სანდო და მეამბოხე თემატიკით. კოდომანი იყო არსამის შვილი, ძე ოსტანისა და სისიგამბის ვაჟი. მან თავი გამოიჩინა საბრძოლო ჩემპიონთა ომში. დარიოსი იმ დროში მსახურობდა სამეფო კურიერად. თუმცა, სანამ იგი სამეფო კურიერად დაინიშნებოდა იყო სომხეთის გამგებელი. ძვ.წ. 336 წელს, არტაქსერქსე III გარდაცვალების შემდეგ, დარიოსმა აიღო სამეფო გვირგვინი 43 წლის ასაკში. ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, დიოდორე სიცილიელის თქმით, ვეზირმა ატრაშატას ბრძანებით მოწამლა არტაქსერქსე III. მისი შვილი იყო არსესი, რომელმაც შეძლო სამეფო გვირგვინის წარმატებით მოპოვება. თუმცა, ლურსმული ტაბლეტის (ახლანდელი ბრიტანეთის მუზეუმი) თქმით არტაქსერქსეს გარდაცვალების მიზეზი იყო ბუნებრივი სიკვდილი და არა მოწამვლა.

კონფლიქტი მაკედონელებთან

ძვ.წ. 336 წელს, ფილიპ II მაკედონილი იყო უფლებამოსილი კორინთის ლიგასთან. პერსიელებმა გადაწვეს ათენის ტაძრები მეორე პერსიული ომის დროს. ძვ.წ 334 წლის, გაზაფხულზე, ფილიპეს მემკვიდრემ ალექსანდრემ დაიპყრო მცირე აზია ბერძენ ჯარისკაცებთან ერთად. ეს დაპყრობა მოიხსენიება, როგორც ალექსანდრე მაკედონელის ომები. რომლის წარმატებას დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ძვ.წ 331 წელს, გაიმართა ბრძოლა გავგამელასთან სადაც ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა დარიოს III. რის შედეგადაც დარიოსი იძულებული გახდა ქალაქიდან გაქცეულიყო. გაქცევის შემდეგ სანამ ალექსანდრე დარიოსთან მიაღწევდა, დარიოსი მოკლა მისმა ბიძაშვილმა სტრაპ ბესოსმა.

პატიმრობა და სიკვდილი

მას შემდეგ რაც დარიოსი დამარცხდა ალექსანდრე მაკედონელთან ბრძოლაში, მან გავლენა დაკარგა ბაბილონსა და პერსიაში. დარიოსმა ხალხს შესთავაზა მისაღები ალტერნატივა, რომელმაც შეცვალა პირველი ცილინდრი რომელიც ითვლება ადამიანის უფლებათა პირველ ქარტიად. მას შემდეგ, რაც ჯარისკაცმა დარიოსი მკვდარი იპოვა, ალექსანდრეს იმედი გაუცრუვდა, რადგან მას სურდა დარიოსის ცოცხლად ტყვედ ჩაგდება. შემდეგ მან მკვდარ დარიოს ხელიდან სამეფო ბეჭედი მოხსნა და მისი ცხედარი პარსეპოლის გადასცა, რათა ყველა სამეფო პროცედურით დაეკრძალა, სამეფო აკლდამაში. დარიოსის აკლდამა დღემდე არ არის აღმოჩენილი. დარიოსის გარდაცვალების შემდეგ ძვ.წ 324 წელს, ალექსანდრე დაუყოვნებლივ დაქორწინდა მის ქალიშვილზე სტატეირაზე. ხოლო, ბესასმა მიიღო სახელწოდება არტაქსერსე V და იწოდებოდა აზიის მეფედ. ამის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი ტყვედ ჩავარდა და სიკვდილით დასაჯეს.

ლიტერატურა