დარიოს III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარიოსი.
დარიოს III ალექსანდრე მაკედონელთან ბრძოლაში. ძველი ბერძნული მოზაიკა.

დარიოს III ან კოდომანი (დაახ. ძვ. წ. 380 - 330) — სპარსეთის აქამენიდთა იმპერიის ბოლო მეფე ძვ. წ. 336-330 წლებში. დარიოს III-მ შეძლო მმართველობის განმტკიცება და ეგვიპტეც დაიმორჩილა (ძვ. წ. 335 წ.), მაგრამ ალექსანდრე მაკედონელმა, ძვ.წ. 333 წელს ისოსის ბრძოლაში დაამარცხა. 331 წელს კი გავგამელასთან მისი არმია საბოლოოდ გაანადგურა. ალექსანდრე მაკედონელის მიერ დამარცხების შემდეგ ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა და აღმოსავლეთ ირანს შეაფარა თავი, აქ იგი მოკლა მისმავე ნათესავმა ბაქტრიის სატრაპმა ბესოსმა. დარიოს III-ის სიკვდილის შემდეგ აქემენიდთა სახელმწიფო დაემხო.