აპარატი და ხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

აპარატი და ხელი
ავტორი სალვადორ დალი
წელი 1927
კატალოგი P 195[1]
ტიპი ზეთი, მუყაო
სიმაღლე 62 სმ
სიგანე 47.5 სმ
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, ფლორიდის შტატი
მუზეუმი სალვადორ დალის მუზეუმი

აპარატი და ხელიესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი. შესრულებული ზეთის საღებავებით მუყაოზე 1927 წელს. ამჟამად ინახება სალვადორ დალის მუზეუმში, ფლორიდაში. ნამუშევარი მუზეუმს მისტერ და მისის მორსებმა პირადი კოლექციიდან გადასცეს.[2]

აღწერა

ეს სიურეალისტური ნამუშევარი რამდენიმე გეომეტრიულ მარტივ ფიგურას და მათ თავზე მაშლილ წითელ, დეტალებით დატვირთულ ხელს. გამოსახულია ერთმენეთზე მოთავსებული პირამიდა და სამკუთხედი. გარემოცული მოჩვენების მსგავსი საგნებით, რომლებშც გაირჩევა ქალის შიშველი ფიგურები და ტორსო რომელიც გამოსახულია ლურჯ სიზმრის ბურუსში. დალიმ ნახატს ეს დეტალი მას შემდეგ დაუმატა, რაც ცხრა თვიანი სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნდა. ჯარში ყოფნისას მან მრავალი ახალი სიმბოლო და საგანი დაამატა საკუთარ სიურეალისტურ ნამუშევრებს. ნახატის სახელში მოხსენებული „აპარატი“ ფიგურების ერთობლიობაა, რომელი ადამიანის სხეულს წააგავს. ფიგურას აქვს ადამიანის მსგავსი მკლავები, ფეხები, თვალი, და თავი. სამკუთხედისა და პირამიდის ერთბლიობა დალის ამ პერიოდში შესრულებულ მრავალ ნამუშევარში გვხვდება, რაც გარკვეულწილად მის ძილის პრობლემებთან იყო დაკავშრებულიი.

ფიგურის თავზე გამოსახული ხელი დაკავშირებულია მასტურბაციასთან. ამ თემაზე სალვადორ დალი იმ პერიოდში მრავალ ნამუშევარს ქმნიდა. იმხნად დალი ინსპირირებულიიყო ფროიდის შემოქმედებით, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო.[3] ქალის ფიგურები, რომლებითაც გარშემორტყმულია ფიგურა, ასახავენ აპარატის ფიქრებს. ნამუშევარი ასახავს არტისტის პირად ეროტიულ ილუზიებსა და გრძნობებს, რაც ასევე დალის იმ პერიოდის შემოქმედების გამოკვეთილი თემაა.[4]

გეომეტრიული ფიკურის, აპარატის მარცხენა ფონზე გამოსახულია ვირის ფიგურა, რომელიც უკანა ფეხებზე დგას. ვირს თავს ესხმიან და მის მუცელზე პირდაპირი იერიშით შთანთქავენ ბუზები. მარჯვენა ფონზე გამოსახულია ქალის ფიგურა კლასიკურ პოზაში და გეომეტრიულ თანწყობაშია მთავარ ფიგურასთან.[5]

სქოლიო

  1. https://www.salvador-dali.org/en/artwork/catalogue-raisonne-paintings/obra/195/apparatus-and-hand
  2. http://www.salvadordalimuseum.org/collection/collection_highlights.html
  3. http://www.salvadordalimuseum.org/exhibits/current_exhibits.html
  4. Moorhouse, Paul. Dalí, PRC Publishing, 1990
  5. Greeley, Robin. Surrealism and the Spanish Civil War, , Yale University Press, 2006